აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთში 20 სექტემბერს სახელმწიფო დუმის არჩევნები გაიმართება

რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.

„რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ახალი მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები 20 სექტემბერს დაინიშნოს“, – ნათქვამია პუტინის განკარგულებაში.

რუსული მედიის ცნობით, წელს სახელმწიფო დუმის არჩევნებში პირველად, მონაწილეობას ოკუპირებული დონბასისა და ე.წ. ნოვოროსიის მოსახლეობა მიიღებს.

იტვირთბა....