რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, „ბანდერისტულ უკრაინას“ მხოლოდ ძალის ენას ესმის და კიევს საერთაშორისო სამართალი არ ადარდებს.
„ბანდერისტულ უკრაინას“ საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო სასამართლოები არაფრად მიაჩნია. მას მხოლოდ ძალის ენა ესმის“, – განაცხადა მედვედევმა.
მისი თქმით, აუცილებელია „ევროპელი არამზადების“ მიერ განახლებული „ბანდერისტული“ ფლოტის განადგურება.
„არსებული ვითარების გათვალისწინებით, საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომ აუცილებელია ევროპელი არამზადების მიერ განახლებული ბანდერისტული ფლოტის, მათ შორის საზღვაო დრონების, განადგურება“, – აღნიშნა მედვედევმა.
მისივე თქმით, საჭიროა სამხედრო ტვირთების გადამზიდავი სავაჭრო გემების, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების განადგურება.
მედვედევის მტკიცებით, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძენს საარბიტრაჟო სასამართლოს მუდმივი პალატის გადაწყვეტილება მყარ მატერიალურ საფუძველს.

