მოსკოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. მედიის ცნობით, თავდასხმა, ადგილობრივი დროით, 05:45 საათზე მოხდა.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში მოსკოვზე მტრის დრონებით თავდასხმები გაგრძელდა. ერთმა დრონმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა. მსხვერპლი არ ყოფილა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ“, – განაცხადა მოსკოვის მერმა.

