აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დონალდ ტრამპის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე კვირის ბოლოს გაიხსნება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე სრულად კვირის ბოლოს, პარასკევიდან „სრულიად გაიხსნება“ გაიხსნება. ტრამპმა თქვა, რომ მისი აზრით, „დიდი დახმარება არ დაგვჭირდება“ მისი გახსნის შესანარჩუნებლად.

„გემები იწყებენ მოძრაობას ჰორმუზის სრუტიდან, ბევრი მათგანი ნავთობით არის დატვირთული“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან გარიგება „ხელმოწერილია“.

შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჰკითხეს, მოიცავს თუ არა შეთანხმება ირანისთვის სანქციების შემსუბუქებას. „არა, არ მოიცავს“, – უპასუხა ტრამპმა.

მისივე თქმით, სანქციების საკითხი ირანის მომავალ ქცევაზე იქნება დამოკიდებული. ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეთანხმების შინაარსი ოფიციალურად „მალე გამოქვეყნდება, სავარაუდოდ, პარასკევს, დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ“.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია, ვთქვა: გარიგება სრულად ხელმოწერილია. სრუტე უკვე ნაწილობრივ გახსნილია. რამდენიმე ნაღმს ეძებენ, უკვე რამდენიმე იპოვეს. პარასკევს სრუტე სრულად გაიხსნება. ახლო აღმოსავლეთში ბევრი კარგი რამ მოხდება. მთავარი არის, რომ ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი, ისინი ამაზე სრულად დაგვთანხმდნენ, ძლიერი საკონტროლო მექანიზმებით. კარგი საქმე გავაკეთეთ და ვიმედოვნებ, კარგი ურთიერთობა გვექნება. ასე თუ არ მოხდა, დავუბრუნდებით საწყის წერტილს, თუმცა არ მგონია, ეს საჭირო გახდეს. ირანთან გარიგება მსოფლიოს ბევრ სიკეთეს მოუტანს, რადგან ნავთობი იქ დიდხანს იყო ჩაკეტილი. მაკრონი ხანდახან მირეკავდა და მეუბნებოდა – მოდი, ნავთობის ფასებს გავუმკლავდეთ. ახლა ნავთობის ფასი მკვეთრად ეცემა და ამით ძალიან ვამაყობ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას.

იტვირთბა....