ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა ირანელი ხალხი „ისტორიული წინააღმდეგობისთვის“ შეაქო.
ღალიბაფის თქმით, ირანელების გამძლეობამ და „შეიარაღებული ძალების სიმამაცემ მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ერის სიცოცხლეს ესხმოდა თავს“, ირანს საშუალება მისცა, „საბოლოო გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი“ გადაედგა.
„მათ ეს უნდოდათ, მაგრამ ვერ შეძლეს. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ“, – აღნიშნა ირანის პარლამენტის სპიკერმა.
ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანსა და აშშ-ის შორის მემორანდუმი ელექტრონულად დონალდ ტრამპმა, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა და ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა გააფორმეს. ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია კვირის ბოლოს ჟენევაში გაიმართება.

