ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

3 წლის შემდეგ: მთავარი პროკურორი შოთაძე ჟვანიას საქმეზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, ზურაბ ჟვანიას საქმეზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს საქმე არის ძიებაში და ყველა დეტალზე ის ამ დროისთვის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს. შოთაძის თქმით, ეს საქმე რთულ კატეგორიას განეკუთვნება.

“მარტივი არ არის ასეთი ძველი დანაშაულის გამოძიება. მითუმეტეს, როდესაც ათწლეულის განმავლობაში, ფაქტობრივად, რეალური გამოძიება არ ჩატარებულა. შესაბამისად, ჩვენ გვიწევს ყველაფრის თავიდან ჩატარება და იმ გარემოებების აღდგენა, რა გარემოებებშიც მოხდა ყოფილი პრემიერის გარდაცვალება. შესაბამისად, ეს არის ძალიან რთული და სპეციფიური გამოძიება. სწორედ ამიტომ არის გამოწვეული ის დროის ხანგრძლივობა, რასაც საჭიროებს გამოძიება.“ – განაცხადა შოთაძემ.

იტვირთბა....