აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ევროკავშირმა ალექსეი ნავალნის დევნის, მოწამვლისა და გარდაცვალების გამო ახალი პერსონალური სანქციები დააწესა – სიაში 15 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი მოხვდა

ევროკავშირმა ალექსეი ნავალნის დევნის, მოწამვლისა და გარდაცვალების გამო ახალი პერსონალური სანქციები დააწესა. სიაში 15 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი მოხვდა

პერსონალური შეზღუდვები დაუწესდა გენერალურ პროკურორ ალექსანდრ გუცანს, რომელმაც ნავალნის “კორუფციასთან ბრძოლის ფონდის” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება მოითხოვა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ოლეგ ნეფედოვს, რომელმაც ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

სანქციები შეეხო ФСБ-ს იმ თანამშრომლებს, ომსკის საავადმყოფოს ექიმებს, პროკურორებს, მოსამართლეებსა და გამომძიებლებსა, რომლებსაც ევროკავშირი ნავალნის სისტემურ დევნასთან აკავშირებს. სიაში მოხვდა კომპანია NTechLab-იც, რომელიც სახის ამომცნობი სისტემების შემქმნელია და რომლის ტექნოლოგიებსაც რუსული სპეცსამსახურები ოპოზიციონერებისა და აქტივისტების თვალთვალისთვის იყენებდნენ.

ალექსეი ნავალნი რუსეთის ციხის კოლონიაში სასიკვდილო ტოქსინით მოწამლეს – ამის შესახებ ერთობლივი ოფიციალური განცხადება 2026 წლის 14 თებერვალს 5 ქვეყნის – დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გაავრცელეს.

ამავე ინფორმაციით, ეპიბატიდინი არის სამხრეთ ამერიკული შხამიანი ბაყაყის კანიდან მიღებული ძლიერ ტოქსიკური შხამი.

5 ქვეყნის მთავრობა ამ დასკვნამდე ალექსეი ნავალნის ნიმუშების ანალიზზე დაყრდნობით მივიდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ანალიზებმა საბოლოოდ დაადასტურა ორგანიზმში ეპიბატიდინის არსებობა.

იტვირთბა....