აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ათონელის სასახლეში სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ათონელის სასახლეში, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მას სასახლესთან მიხეილ ყაველაშვილი დახვდა.

დღესვე, მიხეილ ყაველაშვილის და ალექსანდარ ვუჩიჩის პირისპირ შეხვედრა გაიმართება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მხარეები ორმხრივი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.

ალექსანდრე ვუჩიჩი საქართველოს მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად, დღეს ეწვევა.

იტვირთბა....