აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსების მტკიცებით, კიევ-პეჩერის ლავრა მათ არ დაუბომბიათ და ის ამერიკული Patriot-ის რაკეტამ დააზიანა

რუსების მტკიცებით, კიევ-პეჩერის ლავრა მათ არ დაუბომბიათ და ის ამერიკული Patriot-ის რაკეტამ დააზიანა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური კი ოფიციალურად ადასტურებს, რომ რუსეთმა კიევ-პეჩერის ლავრას “გერან-2” -ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით დაარტყა. ეს არის ირანული Shahed-ის ტიპის დრონის რუსული ვერსია.

SBU-მ დასკვნა იმ საფრენი აპარატის იმ ნაწილების ანალიზის საფუძველზე გააკეთა, რომლებიც უშუალოდ დარტყმის ადგილზე აღმოაჩინეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ექსპერტებმა დრონის კორპუსისა და ძრავის ფრაგმენტები იპოვეს.

უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებით, მტერმა სამონასტრო კომპლექსზე იერიში 15 ივნისის ღამეს, ზუსტად 01:50 საათზე მიიტანა, როდესაც დედაქალაქის მასშტაბური დაბომბვა მიმდინარეობდა.

SBU-ს ცნობით, მტრის უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების დათვალიერებისას დადგინდა, რომ მისი ცალკეული კომპონენტები დამზადებულია უშუალოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, კერძოდ, „ალაბუგას“ სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში. ამას ადასტურებს შესაბამისი ქარხნული მარკირებები, რომლებიც რუსული დრონის ნამსხვრევებზე აღმოაჩინეს.

მტრის თავდასხმის შედეგად დაზიანდა ტაძრის სახურავი, გუმბათები, კედლები და მინები. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმას ომის დანაშაულად აფასებს. სისხლის სამართლის საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად აღიძრა.

იტვირთბა....