აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ჩვენ გავაგრძელებთ მტკიცედ დგომას იმ ადამიანების გვერდით, ვისაც სურს იყოს ევროპის ნაწილი” – შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია სტენერგარდი ამბობს, რომ შეშფოთებულია ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენებით.

როგორც ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ევროპელმა პოლიტიკოსმა “ევროსკოპს” განუცხადა, ევროკავშირი გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას.

ჩვენ გავაგრძელებთ იმ ადამიანების მხარდაჭერას საქართველოში, ვისაც სურს იმუშაოს დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და საქართველოს, როგორც ევროკავშირის ოჯახის წევრობის მიმართულებით. მე შეშფოთებული ვარ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენებით და მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მტკიცედ დგომას იმ ადამიანების გვერდით, ვისაც სურს იყოს ევროპის ნაწილი”, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირი გაწევრიანების პირველ კლასტერს უხსნის. ამ წუთებში, ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. 

იმ დროს როცა, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირთან გაწევრიანებაზე პირველ კლასტერს ხსნიან, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უვადოდ არის გაყინული. მეტიც, სასწორზე დევს ევროკავშითან უვიზო მიმოსვლის საკითხიც. 

ევროკაშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კი დღეს ოფიციალურ დონეზე მწვანე შუქს აუნთებენ მოლაპარაკებების კლასტერების გახსნას, რაც ნიშნავს იმას, რომ უნგრეთის ვეტო დაძლეულია – უკრაინა და მოდლოვა კი ბრიუსელისგან 3-3 მილიარდი ევროს ფინანსურ კონტრიბუციას მიიღებენ. ამ ისტროიულ მონაპოვარს ირაკლი კობახიძე  “სუვერენიტეტის დათმობის ტოლფასად” წარმოაჩენს.

იტვირთბა....