აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსებმა უკრაინას 611 დრონით და 70 რაკეტით შეუტიეს – უკრაინელებმა 632 სამიზნე გაანადგურეს

რუსულმა ძალებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 611 უპილოტო საფრენი აპარატით და 70 რაკეტით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ძირითადი დარტყმა კიევისკენ იყო მიმართული. რაკეტები ასევე გაისროლეს დნიპროსა და ხარკოვის მიმართულებით.

წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივი დროით 08:00 საათის მდგომარეობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 632 სამიზნე – 50 რაკეტა და სხვადასხვა ტიპის 582 დრონი – მოიგერია.

ასევე წინასწარი ინფორმაციით, დილის 8:00 საათის მონაცემებით, 42 ლოკაციაზე 20 ბალისტიკური რაკეტის და 27 უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმა დაფიქსირდა, განადგურებული დრონების ნამსხვრევები კი 12 ლოკაციაზე ჩამოვარდა.

იტვირთბა....