ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წლის დასაწყისიდან უცხოეთიდან საქართველოს 1,6 მილიონი სტუმარი ეწვია

უცხოეთიდან ვიზიტორების რაოდენობა აპრილში გასულ წელთან შედარებით, 17,2 %-ით გაიზარდა და 462,5 ათასს მიაღწია. აქედან იმ ადამიანთა რიცხვმა, რომლებმაც ქვეყანაში 24 საათზე მეტი დრო დაყვეს და ტურისტის სტატუსი მიიღეს, 20%-ით მოიმატა,  171,2 ათასამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან საქართველოს, თითქმის, 1,6 მილიონი ადამიანი ეწვია, რაც 2015 წლის აპრილთან  შედარებით 15,4%-ით მეტია.

სტუმრების  რაოდენობით, ტრადიციულ სამეულში კვლავ თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი ლიდერობს, საიდანაც ვიზიტების მატებამ აპრილში12%, 17,6% და 8,7%, შესაბამისად, 115,9 და 105,7-105,7 ათასი შეადგინა. ტურისტების რაოდენობამ  26,7%-ით მოიმატარუსეთიდან, 74 ათასამდე,  ხოლო უკრაინიდან -25,9%-ით, 11,7 ათასამდე

სამაგიეროდ, უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა ევროკავშირის მიმართულებით, საიდანაც აპრილში ტურისტების რაოდენობამ, პირიქით, 2.2% -ით მოიკლო, 18 ათასამდე.

ქვეყნების მიხედვით, ვიზიტორთა მომდევნო ხუთეულში შედის: ისრაელი (6,6 ათასი), ირანი (3,6 ათასი), პოლონეთი (3,3 ათასი), ყაზახეთი (2,5 ათასი) და გერმანია (2,3 ათასი).

 

eugeorgia.info

იტვირთბა....