პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის სამშვიდობო შეთანხმება მიღწეულია“.
მისივე ინფორმაციით, ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია პარასკევს, 19 ივნისს, შვეიცარიაში გაიმართება.
“ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის სამშვიდობო შეთანხმება მიღწეულია. ორივე მხარემ გამოაცხადა სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივი და სამუდამოდ შეწყვეტის შესახებ ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში.
ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია პარასკევს, 19 ივნისს, შვეიცარიაში გაიმართება.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის ძიებაში მათი ერთგულებისთვის. ასევე, გვსურს გულწრფელი მადლიერება გამოვხატოთ შუამავლობის მცდელობაში მონაწილე ჩვენი ძმების, კატარის დიდებული ხელმძღვანელობის მიმართ – შეთანხმების მიღწევაში მათი მხარდაჭერისთვის. ასევე, განსაკუთრებით მადლობას ვუხდი საუდის არაბეთს და თურქეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობას ამ კუთხით შეტანილი უზარმაზარი წვლილისთვის.
შეთანხმების მიღწევის შემდეგ, მედიატორები ამ კვირაში შეხვედრების სერიას გამართავენ. საკონსულტაციო განხილვები საფუძველს ჩაუყრის ტექნიკურ მოლაპარაკებებსა და ოფიციალურ ხელმოწერის ცერემონიას”, – აცხადებს პაკისტანის პრემიერი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

