ისრაელის საჰაერო ძალებმა ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს, რომლის სამიზნე, მათი მტკიცებით, „ჰეზბოლას“ მებრძოლები იყვნენ მას შემდეგ რაც ჩრდილოეთ ისრაელზე დრონებით თავდასხმა მოხდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ირანელმა მომლაპარაკებელმა მოჰამედ ბაკერ კალიბაფმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმა აჩვენებს, რომ აშშ-ს არ გააჩნია ნებისყოფა ან უნარი, ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.
„თუ არ გაქვთ ნებისყოფა და უნარი, შეასრულოთ თქვენი ვალდებულებები, ამ გზის გაგრძელებაზე საუბარი შეუძლებელია“, – დაწერა მან X-ზე.
ამასთან, ირანის გაერთიანებული სამხედრო სარდლობის მეთაურის მოადგილემ, მოჰამედ ჯაფარ ასადიმ განაცხადა, რომ ისრაელის დანაშაულები უპასუხოდ არ დარჩება.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმების ხელმოწერა კვირას იგეგმებოდა. პაკისტანის პრემიერ-მინისტრია შეჰბაზ შარიფის ინფორმაციით, ისლამაბადი ელექტრონული ხელმოწერისთვის ემზადება, რასაც მომდევნო კვირაში ტექნიკური დონის მოლაპარაკებები მოჰყვება.

