აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“რეგიონული უსაფრთხოება ირანის გამორიცხვით ან იგნორირებით ვერ ჩამოყალიბდება” – აბას არაღჩი 

რეგიონული უსაფრთხოება ირანის გამორიცხვით ან იგნორირებით ვერ ჩამოყალიბდება, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს.

ირანელმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში ჩამოყალიბებული ახალი უსაფრთხოების სტრუქტურას, რომელმაც მშვიდობა უნდა მოიტანოს, ყველა ქვეყნის მონაწილეობა სჭირდება.

„რეგიონის ქვეყნები თანდათან მიუახლოვდნენ იმ რეალობას, რომ მდგრადი უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და რეგიონული სტაბილურობა შესაძლებელია მხოლოდ თანამშრომლობის, გაგებისა და რეგიონის ყველა ქვეყნის, მათ შორის ირანის ისლამური რესპუბლიკის, საერთო ინტერესების გათვალისწინებით”,- განაცხადა არაღჩიმ.

იტვირთბა....