აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“უნდა გავაგრძელოთ გადამწყვეტი ქმედებების განხორციელება სანქციებისგან თავის არიდების ქსელების წინააღმდეგ – გაერთიანებულმა სამეფომ სწორედ ეს გააკეთა” – მარგუს ცაჰკნა

თუ გვსურს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია დასასრულს მივუახლოოთ, უნდა გავაგრძელოთ გადამწყვეტი ქმედებების განხორციელება სანქციებისგან თავის არიდების ამ ქსელების წინააღმდეგ, – ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებას, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერის შეჩერება დაავალა.

„რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტი, მისი საომარი მანქანის დაფინანსება კრიტიკულად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. თუ გვსურს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია დასასრულს მივუახლოოთ, უნდა გავაგრძელოთ გადამწყვეტი ქმედებების განხორციელება სანქციებისგან თავის არიდების ამ ქსელების წინააღმდეგ. დღეს, გაერთიანებულმა სამეფომ სწორედ ეს გააკეთა“, – წერს ცაჰკნა.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, შეეჩერებინათ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი, რომელიც ლა-მანშის სრუტის გავლას ცდილობდა.

„დღეს დილით ადრე, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მივეცი მითითება, შეეჩერებინათ ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი, რომელიც ლა-მანშის გავლით გავლას ცდილობდა. ეს წარმატებული ოპერაცია კიდევ ერთ დარტყმას აყენებს რუსეთს და ახსენებს მათ, ვინც პუტინის ომს უკრაინაში ავრცელებს, რომ ჩვენ მათ დამალვის უფლებას არ მივცემთ“, – დაწერა სტარმერმა სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....