რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსული არმია ფრონტის ხაზის ყველა მიმართულებით სტრატეგიულ უპირატესობას ინარჩუნებს და უკრაინული თავდასხმები ამ ვითარებას ვერ შეცვლის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ოკუპირებული უკრაინული რეგიონების ე.წ. გუბერნატორებთან ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.
„ჩვენი ძალები ინარჩუნებენ სტრატეგიულ უპირატესობას. ისინი თავდაჯერებულად მიიწევენ წინ და ვერცერთი ჭურვი და დრონის დარტყმა ვერ შეცვლის ამ სიტუაციას. წინსვლა ყველა მიმართულებით მიმდინარეობს. მტერი ვერ ახერხებს ამ თავდასხმის შეკავებას და ღიად ტერორისტულ მეთოდებს მიმართავს. ისინი ურტყამენ სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტს“, – ამბობს პუტინი.

