თბილისის მერიის თანამშრომელმა დაკავებული თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა. უკვე ყოფილმა თანამშრომელი ნინო ქაცარავა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობდა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ წერს.
როგორც ქაცარავა ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანია არა დასაქმება, არამედ სახელმწიფო ინტერესები. „ჩემთვის მნიშვნელოვანია დასაქმება, თუმცა როდესაც საქმე სახელმწიფო ინტერესებს ეხება, მე ვერ დავრჩებოდი მერიის თანამშრომლად. ყველა ორიენტირებულია მერიაში ბიძინა ივანიშვილის სურვილების აღსრულებაზე“, – განაცხადა ნინო ქაცარავამ.
როგორც თავად ამბობს, ამ ეტაპზე მხოლოდ მან დატოვა დაკავებული თანამდებობა.