აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კირ სტარმერი აცხადებს, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, ლა მანშის სრუტის გავლის მცდელობისას რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი შეეჩერებინათ

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ მან ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, ლა მანშის სრუტის გავლის მცდელობისას რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი შეეჩერებინათ.

მისი თქმით, ეს წარმატებული ოპერაცია რუსეთს კიდევ ერთ დარტყმას აყენებს.

„დღეს, დილით ადრე მე ჩვენს შეიარაღებულ ძალებს დავალება მივეცი, შეეჩერებინათ ლა მანშის სრუტის გავლის მცდელობისას ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი. ეს წარმატებული ოპერაცია კიდევ ერთ დარტყმას აყენებს რუსეთს და ახსენებს მათ, ვინც პუტინის ომს უკრაინაში ავრცელებს, რომ ჩვენ მათ დამალვის უფლებას არ მივცემთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ საქმეში ჩართულ პირებს, მათ შორის ჩვენს შეიარაღებულ ძალებს და სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც ამ ქვეყნის უსაფრთხოებას 24 საათის განმავლობაში, წელიწადში 365 დღე იცავენ“, – წერს სტარმერი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....