აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთსა და უკრაინას შორის ფრონტის ხაზზე 179 საბრძოლო შეტაკება მოხდა” – უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთსა და უკრაინას შორის ფრონტის ხაზზე 179 საბრძოლო შეტაკება მოხდა, მათ შორის 27 შეტევა პოკროვსკის, 22 კი ჰულიაი-პოლიეს მიმართულებით.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს სუმის ოლქში რუსული საჰაერო თავდასხმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.

ხერსონისა და დონეცკის ოლქებში რუსული ძალების იერიშების შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 13 დაიჭრა.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში სლავიანსკში კიდევ რვა ადამიანი დაიჭრა.  ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსულმა ძალებმა გაანადგურეს რესტორანი, საწყობი და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.

იტვირთბა....