აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მედია – 16 ივნისს, ტრამპი და ზელენსკი საფრანგეთში „დიდი შვიდეულის” სამუშაო შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას

16 ივნისს, ტრამპი და ზელენსკი საფრანგეთში მონაწილეობას მიიღებენ „დიდი შვიდეულის” სამუშაო შეხვედრაში. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სამშაბათს [16 ივნისს] დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობას მიიღებენ ერთსა და იმავე სამუშაო შეხვედრაში „დიდი შვიდეული” სამიტის ფარგლებში საფრანგეთში, და შემდეგ დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონთან ვერსალში ისადილებს“, – წერს გამოცემა.

ასევე აღინიშნება, რომ 15 ივნისს ევიანში ჩასვლისას, სადაც „დიდი შვიდეულის” სამიტი გაიმართება, დონალდ ტრამპი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ემანუელ მაკრონთან, ხოლო სამშაბათსა და ოთხშაბათს მას ერთი-ერთზე შეხვედრები ექნება კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტისა და ინდოეთის ლიდერებთან.

იტვირთბა....