ინდოეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. უცხოური მედიის ცნობით, სატრანსპორტო თვითმფრინავი An-32 ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატ ასამში ჩამოვარდა.
ინდოეთის საჰაერო ძალების ცნობით, თვითმფრინავი ჯორჰატის რეგიონში რეგულარულ ფრენას ასრულებდა. საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ დაწყებულია გამოძიება.
„დღეს, დაახლოებით 10:00 საათზე ჯორჰატში, ასამის შტატში გეგმური ფრენის დროს ინდოეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავი An-32 ჩამოვარდა. კატასტროფის ადგილზე გამოძიება მიმდინარეობს. ინდოეთის საჰაერო ძალები ყველას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ვარაუდებისგან, ვიდრე წინასწარი შედეგები არ გახდება ცნობილი. საჰაერო ძალები მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და ამ მძიმე წუთებში მხარს უჭერენ დაღუპულთა ოჯახებს. დამატებით დეტალებს მიღებისთანავე გავავრცელებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

