ჩვენი ჯარები წინ ყველა მიმართულებით მიიწევენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ჩვენი ჯარები სტრატეგიულ უპირატესობას ინარჩუნებენ, წინ დარწმუნებით მიიწევენ და ამ ვითარებას ვერანაირი დაბომბვა ან დრონებით დარტყმები ვეღარ შეცვლის“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისი თქმით, „მოწინააღმდეგეს ამ ზეწოლის შეკავება აღარ შეუძლია“.
„ის ღიად ტერორისტულ მეთოდებს მიმართავს: სამოქალაქო ობიექტებს, საკომუნიკაციო ობიექტებს და სამგზავრო ტრანსპორტს ურტყამს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

