ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ X-ზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ სანამ თავად ისრაელის პრემიერ-მინისტრი იქნება, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება.
“სანამ მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის სრული თანხმობაა. 30 წელზე მეტია, ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიის წინა ხაზზე ვარ. ამ კამპანიის გარეშე, ირანს დიდი ხნის წინ ექნებოდა ატომური ბომბები ისრაელის გასანადგურებლად. ირანი ებრაული სახელმწიფოს განადგურებაზე მუშაობს და მე ჩემს ცხოვრებას ვუძღვნი მათთვის ამის გაკეთებაში ხელშეშლას. სანამ მე ისრაელის პრემიერმინისტრი ვარ, ეს არ მოხდება.” – წერს X-ზე ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ნეთანიაჰუს ეს განცხადება, სავარაუდოდ, უკავშირდება ირანული სააგენტო Mehr-ის ინფორმაციას. სააგენტომ გამოაქვეყნა 14-პუნქტიანი დოკუმენტის პროექტი, სადაც წერია, თითქოს აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ირანის სარაკეტო პროგრამის დღის წესრიგიდან ამოღებაა.

