ესპანეთის მეფე ფილიპე VI-მ პარლამენტის დაშლის ბრძანება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების 26 ივნისს ჩატარების ბრძანება გასცა, რადგანაც დეკემბერში არჩეულმა დეპუტატებმა ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე კონსესუსის მიღწევა ვერ შეძლეს – ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
მეფემ, რომელსაც კონსტიტუციურად უფლება აქვს დაითხოვოს პარლამენტი, შესაბამის დოკუმენტს პარლამენტის სპიკერ პაჩი ლოპესის თანდასწრებით ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც 2 მაისს, ახალი მთავრობის დანიშვნის ვადა გავიდა. ესპანეთის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა: „ჩვენ ვერ შევძელით იმ მანდატის შესრულება, რომელიც მოქალაქეებმა გვიბოძეს“.
ესპანეთში ჯერ არასდროს მომხდარა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.