აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ევროკომისია შიდა საუბრებში საქართველოში არსებულ ვითარებას ბელარუსსა და რუსეთზე უარესსაც კი უწოდებს” – რას ამბობს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, რომ ევროკომისია შიდა საუბრებში საქართველოში არსებულ ვითარებას ბელარუსსა და რუსეთზე უარესსაც კი უწოდებს.

“საქართველოს თემაზე უკვე სულ მცირე შვიდი წელია ვმუშაობ. ვამბობ „სულ მცირე შვიდ წელს“, რადგან სწორედ მაშინ გავხდი ევროპარლამენტარი. თუმცა, საქართველო მანამდეც, მრავალი წლით ადრე შემიყვარდა. ბევრმა არ იცის, რომ ჩემი საბაკალავრო ნაშრომიც კი ამ თემაზე დავწერე. მას შემდეგ ბევრი პროგრესი და, სამწუხაროდ, რეგრესიც ვნახეთ… ისინი მიყვებიან ადგილზე არსებულ სიტუაციაზე. როგორ სურთ ქართული მედიის ან სამოქალაქო სექტორის რეალური დახმარება და რას აკეთებს საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ აქტიურად შეუშალოს ხელი მათ მიერ ევროკომისიისგან ნებისმიერი დაფინანსების მიღებას. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა კვლავ ამტკიცებს, თითქოს ევროპული გზა და კანდიდატის სტატუსი სურს, თავად კომისია ამ შიდა საუბრებში საქართველოში არსებულ ვითარებას ბელარუსსა და რუსეთზე უარესსაც კი უწოდებს. ევროპული ინსტიტუტები ხანდახან ამ ქვეყნებში (ბელარუსსა და რუსეთში) უფრო მარტივად ახერხებენ ადგილობრივ არასამთავრობოებთან თანამშრომლობას, ვიდრე საქართველოში და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს… იმედი მაქვს, დავეხმარები ამ პროცესის განვითარებას. როგორც კი ეს პერიოდი დასრულდება, მოხარული ვიქნები, ვიყო იმ ძალების წინა ხაზზე, რომლებიც დაეხმარებიან საქართველოს, დაუბრუნდეს სტანდარტულ ევროპულ რეფორმებს, რათა შემოგვიერთდეთ, როდესაც უკეთესი მთავრობა მოვა. უკეთესი მთავრობა ყოველთვის მოდის. ისტორიულად ასეა. სულ ახლახან ვესაუბრე ადამიანს, რომელმაც შემახსენა, რომ რამდენიმე წლის წინ შევხვდით ერთმანეთს და მთხოვა, საქართველოზე ხელი არ ჩამექნია. ჰოდა, მეც აქ ვარ, ხელს არ ვიქნევ შვიდი წლის შემდეგაც კი და იმედი მაქვს, კიდევ მომდევნო შვიდი წელი ვიბრძოლებ” [Netgazeti] – ამბობს მარკეტა გრეგოროვა.

იტვირთბა....