მოლდოვას პოლიციის თანამშრომლები იძულებულნი გახდნენ ნატოს მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შრის მომხდარ ინციდენტში ჩარეულიყვნენ. დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც საზოგადოება ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ტექნიკის კოლონის შესახვედრად შეიკრიბა.
როგორც მედიაში გავრცელდა, სოციალისტური პარტიის წარმომადგენლები სამხედრო ტექნიკის კოლონისთვის გზის გადაკეტვას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი აღნიშნავდა, რომ მოლდოვა ნეიტრალური ქვეყანაა და ნატოს ადგილი იქ არ არის, ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ნატო უსაფრთხოების გარანტია და ქვეყანა მიესალმება მსგავსი ხასიათის სწავლებებს.
მხარეთა შორის მომხდარი დაპირისპირებისა და კონფლიქტის განეიტრალებისთვის ადგილზე მობილიზებული პოლიციის თანამშრომელთა ჩარევა გახდა საჭირო.
ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ტექნიკის კოლონა მოლდოვაში სამხედრო სწავლება Dragon Pioneer-2016-ში მონაწილეობის მიღების მიზნით ჩავიდა.
წყარო: euronews