პროუკრაინულმა პარტიზანულმა მოძრაობამ რუსეთის ბელგოროდის ოლქში კავშირგაბმულობის კვანძები გაანადგურა – ამის შესახებ მოძრაობა Atesh-ის წევრები საკუთარ Telegram-არხზე წერენ.
„ჩვენმა აგენტებმა ბელგოროდის ოლქის ბელენიხინოს, შახოვოსა და პლოტის რაიონებში კავშირგაბმულობის ანძებზე სამი თანმიმდევრული დივერსია განახორციელეს. თითოეულ ობიექტზე განადგურებულია ძვირადღირებული აღჭურვილობა, რომელიც ერთდროულად გამოიყენებოდა, როგორც კავშირგაბმულობის, ისე საჰაერო თავდაცვის სისტემებში. განადგურებული კვანძები უზრუნველყოფდა მონაცემთა გადაცემას საჰაერო ვითარების შესახებ ქვედა სექტორში. მათ გარეშე რეგიონის საჰაერო თავდაცვამ შეწყვიტა უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ ინფორმაციის დროული მიღება, რის გამოც საფრთხეების აღმოჩენის სიჩქარე მკვეთრად დაეცა. შესაფერისი საჩუქარი „რუსეთის დღისთვის“. სანამ პუტინი ცარიელ სიტყვებს წარმოთქვამს, ჩვენმა დივერსიებმა მოსკოვისკენ უკვე მოამზადეს დამატებითი საჰაერო დერეფანი. თითოეული მწყობრიდან გამოყვანილი კვანძი პირდაპირ კონვერტირდება მტრის განადგურებულ ინფრასტრუქტურაში. დარტყმა დარტყმის მიყოლებით, ჩვენ შიგნიდან გავანადგურებთ პუტინის სისტემას.” – ნათქვამია პროუკრაინული პარტიზანული მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

