აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო თანამდებობა დატოვა” – Reuters

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ თანამდებობა თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო დატოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯონ ჰილიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი დაადანაშაულა იმაში, რომ ამ უკანასკნელმა ქვეყნის დასაცავად საჭირო სამთავრობო რესურსების გამოყოფა ვერ უზრუნველყო.

ჰილი სტარმერისთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ პრემიერ-მინისტრმა და ფინანსთა სამინისტრომ შეიარაღებული ძალებისთვის საჭირო თანხები არ გამოყვეს.

„თქვენ ვერ შეძელით, ხოლო ფინანსთა სამინისტრომ არ ისურვა იმ რესურსების გამოყოფა, რაც მზარდი საფრთხეების პერიოდში ქვეყნის დასაცავად საჭიროა“, – ნათქვამია ჰილის მიერ გამოქვეყნებულ გადადგომის წერილში.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროები სამხედრო ხარჯების შესახებ მოლაპარაკებებს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდნენ.

იტვირთბა....