აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მოსკოვში საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ელჩები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიხაილ გალუზინს შეხვდნენ” – რუსული მედია

მოსკოვში საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ელჩები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიხაილ გალუზინს შეხვდნენ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხაილ გალუზინთან საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ელჩების, ნიკოლას დე რივიერის, ნაიჯელ კეისისა და ალექსანდრ ლამბსდორფის შეხვედრა საათ-ნახევარი გაგრძელდა.

„კარგი დისკუსია გვქონდა. განცხადებას დღეს მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის, გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ელჩებმა უკრაინაში კონფლიქტის განსახილველად მის მოადგილესთან შეხვედრა ითხოვეს.

იტვირთბა....