აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იორდანიის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ირანიდან გაშვებული 20 რაკეტა მოიგერიეს

იორდანიის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ირანიდან გაშვებული 20 რაკეტა მოიგერიეს.

„ხუთშაბათს გამთენიისას, იორდანიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ზარქას პროვინციაში ირანიდან გაშვებული 20 რაკეტა ჩამოაგდო. რაკეტების მოგერიებისას ფრაგმენტები ჩამოვარდა, თუმცა არავინ დაშავებულა“, – ნათქვამია იორდანიის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.

ამასთან, ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანიდან გაშვებული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, 11 წლის გოგონა დაშავდა.

უწყების განცხადებით, დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შემდეგ დედაქალაქ მანამაში ავტომობილები და სახლები დაზიანდა.

შეგახსენებთ, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ აშშ-ის დარტყმების საპასუხოდ ქუვეითში, ბაჰრეინსა და იორდანიაში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმები განახორციელა.

იტვირთბა....