SW Research-ის გამოკითხვის მიხედვით, პოლონური საზოგადოების დამოკიდებულება უკრაინისა და უკრაინელების მიმართ გაუარესდა მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი დანაყოფს „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირების“ სახელი მიანიჭა.
გამოკითხულთა 51,9%-მა განაცხადა, რომ მათი დამოკიდებულება უკრაინისა და უკრაინელების მიმართ გაუარესდა. 31,9%-ისთვის ეს გადაწყვეტილება მათ დამოკიდებულებაზე გავლენას არ მოახდენდა, 11,7%-ს კი საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია. გამოკითხულთა 4,5%-მა აღნიშნა, რომ დამოკიდებულება გაუმჯობესდა.
გამოკითხვა აჩვენებს, რომ უარყოფითი რეაქცია უფრო მეტად მამაკაცებში დაფიქსირდა – 59%, ქალებში კი 46%. ასაკობრივი კუთხით ყველაზე უარყოფითი დამოკიდებულება 24 წლამდე რესპოდენტებში გამოიკვეთა – 56%.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის არმიის ერთ-ერთ დანაყოფს „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირები“ უწოდა. ზელენსკის თქმით, „ეს გააკეთა ეროვნული არმიის ისტორიული ტრადიციების აღსადგენად“. როგორც პოლონური მედია წერს, „უკრაინის მეამბოხეების არმიამ“ 1943 წლის ივლისში კოორდინირებული თავდასხმა განახორციელა პოლონელებით დასახლებულ დაახლოებით 150 ქალაქზე, რომლებიც მდებარეობდა ყოფილი ვოლინის სავოევოდოს, კერძოდ კი, ვოლოდიმირის, ჰოროხოვის, კოველისა და ლუცკის ოლქებში, დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე. პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის განცხადებით, ზელენსკის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ უკრაინა ევროპული ოჯახის წევრობისთვის მზად არ არის.
ავტორი – თინათინ მიგინეიშვილი

