აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში გაემგზავრა

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკას ეწვევა. ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში მისი დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ირაკლი კობახიძეს ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი უმასპინძლებს. დაგეგმილია ლიდერების შეხვედრა ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, რის შემდეგაც დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძე და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს მთავრობის მეთაური ბიშკეკში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

იტვირთბა....