აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“პატივცემულო სევასტოპოლელებო! სამწუხაროდ, ბენზინმზიდებმა წუხელ ქალაქამდე მოღწევა ვერ შეძლეს… რიგებში დგომას აზრი არ აქვს ” – ანექსირებული ყირიმის ე.წ. გუბერნატორი

Telegram-არხზე ანექსირებული ყირიმის ე.წ. გუბერნატორი მიხაილ რაზვოჟაევი ინფორმაციას ავრცელებს:

“პატივცემულო სევასტოპოლელებო! QR-კოდების ახალი პარტია დღეს არ იქნება. სამწუხაროდ, ბენზინმზიდებმა წუხელ ქალაქამდე მოღწევა ვერ შეძლეს.

მივმართავ ყველას: ხვალ ავტოგასამართ სადგურ „ТЭС“-ის რიგებში დგომას აზრი არ აქვს. რაც შეეხება QR-კოდების მოქმედების ვადებს, დღეს ყველა მანამდე გაცემული კოდი გაუქმდება.

ხვალ იქნება ახალი პარტია და თუ თქვენი კოდით სარგებლობა ვერ მოასწარით, ახლის მიღებას შეძლებთ.

ხვალ „ТЭС“-ის ავტოგასამართ სადგურებზე საწვავით მომარაგდებიან: კომუნალური სამსახურები, სასწრაფო დახმარება, ძალოვანი სტრუქტურები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.“ – წერს Telegram-არხზე ანექსირებული ყირიმის ე.წ. გუბერნატორი მიხაილ რაზვოჟაევი.

იტვირთბა....