სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში აღმოსავლეთმცოდნე მაგალი თოდუას გარდაცვალების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და მას ემშვიდობება:
„დღეს საქართველომ განიცადა უდიდესი დანაკლისი!
თუ საქართველო ევროპის და აღმოსავლეთის ხიდია, ეს იმიტომ რომ მაგალი თოდუა (განძრახ არ ვხმარობ ბატონოს რამეთუ შემოქმედს ეს არ სჭირდება და თავის სახელი და გვარით შედის ისტორიაში…) ამ ხიდს და აღმოსავლეთ მცოდნეობას ჩვენთან აცოცხლებდა და ამდიდრებდა….
დღეს მისი ამ ქვეყნიდან წასვლით ქართულ კულტურის ერთერთ მდიდრულ ფურცელს ბოლო წერტილი დაესვა … არ ვიცი რა იქნება და ვინ და როგორ გააგრძელებს ამ გზას და გააცოცხლებს იმ მჭიდრო ჯაჭვს, მაგალი თოდუამ ქართულ და სპარსულ ლიტერატურათა შორის მის განუმეორებელ თარგმენბით რომ გააბა!
მინდა დღეს უსათნოეს ადამიანის, დაუღალავ საქართველოსთვის მებრძოლეს, სამეგრელოს ღირსეულ შვილს დიდი სიყვარულით გამოვემშვიდობო…
მან დიდი პატივი დამდო, ჩამთვალა რა უმცროს მეგობრად, მასთან საუბრის ღირსად, წამიყვანა სწორედ ათი წლის წინ ჩემთვის მაშინ უცნობ დედულეთში და, სამეგრელო გამაცნო და შემაყვარა!
გემშვიდობებით, დაე ბრწყინვალე შვიდეულის გარდაცვალებულისთვის საქართველოს მიწა იყოს მსუბუქი … მარადიული საქართველო თქვენ გელოდებათ!“-წერს სალომე ზურაბიშვილი.