უკრაინელებმა რუსეთის კრასნოდარის მხარეში აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს – ინფორმაციასა და ფოტო-ვიდეოკადრებს უკრაინული Telegram-არხები ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებენ და წერენ, რომ თავდასხმის შედეგად ქარხანასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
პარალელურად, კრასნოდარის მხარეში საწვავის დეფიციტია. ბენზინგასამართ სადგურებზე კი უზარმაზარი რიგებია. ადგილობრივი ხელისუფლება მიზეზად მომარაგების მიზნით საწვავზე გაზრდილ მოთხოვნას და საწვავის ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე უკრაინული დრონების მასირებულ თავდასხმებს ასახელებს. ასევე, დაკეტილია ბენზინგასამართი სადგურების ნაწილიც. საწვავის კრიზისია ანექსირებულ ყირიმშიც, სადაც 30 მაისიდან შეზღუდვები მოქმედებს – ერთ მანქანაზე მხოლოდ 20 ლიტრი ბენზინი გაიცემა.

