საზოგადოება

„2 თვეში თბილისში ყველასთვის უფასო იქნება პური, ტანსაცმელი და ელემენტარული წამლები“

 

ინტერნეტმომხარებელი, აკა სინჯიკაშვილი, რომელიც სოციალურმა ქსელმა სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობით გაიცნო, ახალ ინიციატივას აანონსებს:

„ამბავთა შორის უმაგრესი ამბავი: მე ვერ ვიპოვე ისტორიაში ყოფილა თუ არა ჯერ, მაგრამ დაახლოებით ორ თვეში, თბილისში იქნება ადგილი სადაც ეწერება “უფასო პური” ადგილი გვექნება მალე და დასაწყისის თანხებს მე მოვაგროვებ სხვადასხვა საშუალებით.

ყველასთვის უფასო იქნება პური, შეძლებისდაგვარად ტანსაცმელი და ელემენტარული წამლები.

ჩვენ ერთად ვაკეთებთ ამას! იმიტომ რომ ქვეყანაში მაგარი ადამიანები ვცხოვრობთ და ჩვენ თვითონ მივხედავთ ერთმანეთს.“ – წერს აკა სინჯიკაშვილი.

იტვირთბა....