“ვაგრძელებთ უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი სანქციების (დარტყმები) გამოყენებას რუსეთის სამხედრო ობიექტებისა და ნავთობის ინდუსტრიის წინააღმდეგ” – წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.
“ვაგრძელებთ უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი სანქციების (დარტყმები) გამოყენებას რუსეთის სამხედრო ობიექტებისა და ნავთობის ინდუსტრიის წინააღმდეგ. კერძოდ, ამ ღამით უკრაინული FP-5 Flamingo-ები მოხვდა ჩებოქსარში მდებარე სამხედრო ქარხანას, რომელიც ოკუპანტის არმიას დრონებისა და რაკეტების კომპონენტებით ამარაგებს. მადლობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სიზუსტისთვის! გასულ ღამეს ასევე დარტყმა განხორციელდა სამარას რეგიონში მდებარე „კუიბიშევის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. მანძილი ფრონტის ხაზიდან – 900 კილომეტრზე მეტია. მადლობელი ვარ სპეციალური ოპერაციების ძალების, უპილოტო სისტემების ძალებისა და მთავარი სადაზვერვო სამმართველოსი. სრულიად სამართლიანმა პასუხმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისგან, ასევე მიაღწია ნავთობის ინფრასტრუქტურის ორ ობიექტს ვლადიმირის რეგიონში, 700 კილომეტრის მანძილზე. მადლობა ყველას, ვინც იბრძვის და შრომობს უკრაინისთვის!“ – წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

