აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ირანის წინააღმდეგ თავდაცვითი დარტყმები დასრულებულია” – აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, დაასრულეს ირანის წინააღმდეგ თავდაცვითი დარტყმები, რომელიც ამერიკული Apache-ის ტიპის ვერტმფრენის ჩამოგდების საპასუხოდ განხორციელდა.

„ცენტრალური სარდლობის ძალებმა ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ირანის საჰაერო თავდაცვის ობიექტებს, სახმელეთო მართვის სადგურებსა და სადაზვერვო რადარებს ზუსტი საბრძოლო საშუალებებით დაარტყეს. დარტყმები აშშ-ის საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების გამანადგურებელი თვითმფრინავებიდან განხორციელდა“, – განაცხადა ცენტრალურმა სარდლობამ X-ზე.

აშშ-ის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ დარტყმები წარმოადგენს „პროპორციულ პასუხს“ რეგიონულ წყლებში აშშ-ის ძალებსა და საერთაშორისო გემებზე ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებზე.

იტვირთბა....