აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა” – ABC News

ABC News-ის ინფრომაციით, აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.

43 წლის მამუკა ართმელაძე 4 ივნისს, ლუიზიანას შტატში მდებარე უინის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს, რის შემდეგაც სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე ნიუ ორლეანში თებერვალში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავეს, რომელიც „მიმართული იყო კომერციული ავტომობილების მძღოლების წინააღმდეგ, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ“.

ABC News-ი წერს, რომ მამუკა ართმელაძე 50-ე ადამიანია, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მეორე ვადის განმავლობაში ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა.

იტვირთბა....