აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინელებმა რუსეთის ქალაქ სამარაში კუბიშევის ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს

უკრაინელებმა რუსეთის ქალაქ სამარაში კუბიშევის ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს – ინფორმაციას რუსული Telegram არხი Astra ავრცელებს.

მათი ცნობით, თავდასხმის შედეგად ქარხანაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ზარალის ზუსტი ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგონეს. ადგილობრივი გუბერნატორი კი მანამდე სარაკეტო გაფრთხილების შესახებ ავრცელებდა განცხადებას

დაზიანებული ქარხანა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა და ის როსნეფტის ნავთობის კომპანიის ნაწილია.

იტვირთბა....