საზოგადოება

„მაპატიე, ასე საზიზღრად თავი დიდი ხანია არ მიგრძვნია“: გრიგოლია X ფაქტორის მონაწილის დედას ბოდიშს უხდის

ჟურნალისტი ინგა გრიგოლიას მიერ, სოციალურ ქსელში  ხუმრობით დაწერილმა სტატუსმა, სადაც მან ნიკა გვარამიას  „X ფაქტორის“ კონკურსანტის, მალიბუს რესტორნის მომღერლად შეფასება დაუწუნა და დაამატა, რომ თავად ცირა კობიაშვილს გაუშვებდა პროექტიდან, სოციალურ ქსელში ახალი გარჩევა გამოიწვია. გრიგოლიას, ცირა კობიაშვილის დედა, ჟურნალისტი თათია პაჭკორია გამოეხმაურა:

 

Tatia Pachkoria: ინგა ეგებ ზაზა შენგელიასთვისაც უნდოდა ვინმეს დაეწიწკნა თმები, როდესაც ნატო ონიანი ჩააჩოჩა და შენ მოგცა პოლიტიკური თოქ-შოუ…. მაშინ დიდი ოპოზიცია გყავდა ტელევიზიაში…..მაგრამ დღეს არავინ კამათობს, რომ ინგა გრიგოლია შედგა როგორც ჟურნალიტი და წლებია ერთ-ერთი მაღალრეიტინგული და მაღაალანაზღაურებადია……შენ რამდენი ეთერი დაგჭირდა რომ გარეგნულად და სამეტყველო აპარატით დახვეწილიყავი……რამდენიმე წელი ხომ ასეა? ხოდა ცირა კობიაშვილის გაგდება რომ გინდა ასე კარგად იცნობ მის პოტენციალს…..??? ან რატომ არის სუსტი ??? იცი ტექნიკურად რა სირთულის სიმღერა შეასრულა???

ინგა გრიგოლია: თათია, რეებს მწერ,კარგი რა(((((((( …მეწყინა შენგან ეს ღვარძლიანი პოსტი.. ნატო ონიანის ან სხვისი ადგილი მე არასოდეს დამიკავებია და არ მგონია, ამ ტონალობაში უნდა დამიწერო ეხლ არამე)) ან ჩემი გარეგნობა და სამეტყველო აპარატი რა შუაშია, ვერ მივხვდი. სხვანაირს გიცნობ და არა ასე ღვარძლიანს.

ინგა გრიგოლია:  ამ წყენის მიუხედავად, რაც ამ შენი სიტყვებით მივიღე, გეტყვი,რომ დიდ პატივს გცემ და მიმაჩნიხარ ერთ-ერთ საუკეთესიდ შენს პროფესიაში.

Tatia Pachkoria: მეც ასევე სუპერ პროფესიონალად მიმაჩნიხარ და დავწერე კიდევაც …….მაგრამ ცირასაც სჭირდებოდა შანსი და მისცეს…..შემდეგზე თუ ვერ გაამართლებ გააგდებენ…)))))) ღვარძლიანი არ ვარ გული მეტკინა ….შვილი შვილია…)))) და რომც არ იყოს არ გავაგდებდი იმიტომ რომ კარგი მასალაა.) და არც აკობია აუყენებიათ ცირას გამო….

ინგა გრიგოლია: Tatia Pachkoria შენი შვილია????((((((((((((((((

მაპატიე…ბოდიშს გიხდი(((((( საშინლად ვიგრძენი თავი ეხლა

Tatia Pachkoria: არაუშავს..) დაივიწყე

ინგა გრიგოლია: მაპატიე ((((( იდიოტი ვარ!!!!! ასე საზიზღრად თავი დიდი ხანია არ მიგრძვნია(((((

Tatia Pachkoria: არაუშავს უბრალოდ მართლა არ იყო გასაგდები ამ ეტეპზე მაინც..) შანსი მისცა მენტორმა… ეს ცხოვრებაც ხომ შანსია

ინგა გრიგოლია: წარმატებები, თათია..გულით გისურვებ და ეხლა გავქრები ამ პოსტიდან, თორემ ძაან ცუდად ვიგრძენი თავი.

Tatia Pachkoria ინგა არ გაქრე….)))))) დაივიწყე და დაწერე ის რასაც ფიქრობ…

შეგახსენებთ, რომ ინგა გრიგოლია „იქს ფაქტორის“ გუშინდელ გადაცემას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, სადაც ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა გვარამიამ, კონკურსანტი, მალიბუ, რესტორნის მომღერლად შეაფასა:

“Nika Gvaramia რას ერჩი შენ რესტორნის მომღერლებს???)))))))😀😡😡 თმებს დაგაწიწკნიდი მალიბუს შეფასების გამო, იქ რომ ვმჯდარიყავი” – წერს გრიგოლია.

იტვირთბა....