აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„როიტერის“ ცნობით, მას შემდეგ, რაც ირანმა და ისრაელმა განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ ერთმანეთზე თავდასხმებს წყვეტენ, ნავთობის ფასები დაეცა

მას შემდეგ, რაც ირანმა და ისრაელმა განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ ერთმანეთზე თავდასხმებს წყვეტენ, ნავთობის ფასები დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

თუმცა, ორივე მხარემ აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში სამხედრო მოქმედებებს განაახლებენ.

მედიის ინფორმაციით, ბრენტის მარკის ნედლი ნავთობის ფასი 1.4%-ით დაეცა და ერთ ბარელზე 92.92 აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ამერიკული ნედლი ნავთობის ფასს, მან 1.9%-ით დაიკლო და ამჟამად 89.57 დოლარს შეადგენს.

იტვირთბა....