ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ევაკუაციის ბრძანება გასცა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში მდებარე ქალაქ ტვიროსის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.
Reuters-ის ცნობით, ევაკუაციის ბრძანება ტვიროსის ქრისტიანულ კვარტალსაც მოიცავს.
ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ტვიროსის ქრისტიანულ კვარტალში „ჰეზბოლა“ მოქმედებს.
ცნობისთვის, გუშინ ირანმა და ისრაელმა საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ გამოაცხადეს. ირანის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციას განაახლებს, თუ ისრაელი ლიბანში დარტყმებს გააგრძელებს.

