აშშ-ის არმიის Apache-ს ტიპის ვერტმფრენი ორშაბათს ჰორმუზის სრუტის მახლობლად ჩამოვარდა, ეკიპაჟის ორივე წევრი გადაარჩინეს – ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.
მომხდარის ზუსტი მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი წყაროს თქმით, ვერტმფრენს შესაძლოა ირანმა ცეცხლი გაუხსნა. არ გამოირიცხება ტექნიკური გაუმართაობაც.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში მომხდარი ინციდენტის დროს პილოტები არ დაშავებულან და ამერიკა ამის შესახებ ოფიციალურ ანგარიშს გამოაქვეყნებს.

