აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“რუსეთის პოლიტიკური გავლენა სხვა ქვეყნებზე მცირდება. აზერბაიჯანი დამოუკიდებელია, სომხეთის არჩევნები დიდი წარმატება იყო. ვფიქრობ, რუსებმა მოლდოვაც დაკარგეს” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი The Guardian-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთის პოლიტიკური გავლენა სხვა ქვეყნებზე მცირდება.

“რუსეთის პოლიტიკური გავლენა სხვა ქვეყნებზე მცირდება. აზერბაიჯანი – ისინი დამოუკიდებლები არიან. სომხეთი – არჩევნები დიდი წარმატება იყო სომხეთის დამოუკიდებლობისთვის. ასევე ვფიქრობ, რომ რუსებმა მოლდოვაც დაკარგეს. რა თქმა უნდა, მათ არ სურთ უკრაინის დაკარგვა, რადგან დამოუკიდებელი და თავისუფალი უკრაინა რუსეთისთვის ყველაზე დიდი და პოლიტიკურად ყველაზე სახიფათო ქვეყანაა. როდესაც უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდება, პუტინს შიდა პრობლემები შეექმნება სხვადასხვა ხალხთან, განსაკუთრებით კავკასიაში. მთელ რუსეთში სხვადასხვა ხალხები დაიწყებენ კითხვების დასმას.“ – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისივე თქმით, ევროპული სამეულის ქვეყნები უკრაინას ანტიბალისტიკური იარაღის საკითხში დაეხმარებიან და ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია:

“E3-ის ქვეყნები [ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია] დაგვეხმარებიან ანტიბალისტიკური იარაღის საკითხში. სხვათა შორის, იმედი მაქვს, რომ დიდ ბრიტანეთთან ერთად შევძლებთ ევროპული ანტიბალისტიკური სისტემის შემუშავებას. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ეს ჩვენ გვჭირდება და დიდ ბრიტანეთსაც სჭირდება. E3-ის შეხვედრაზე ყველა თანხმდებოდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გავამკაცროთ” – აცხადებს ზელენსკი The Guardian-თან ინტერვიუ.

ზელენსკი ამავე ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინის არმია საკონტრაქტო სისტემაზე უნდა გადავიდეს:

“ჯარისკაცობა სახიფათოა და მათ ღირსეული ხელფასები უნდა მივცეთ, რადგან ისინი სიცოცხლეს სწირავენ. ამისთვის დამატებითი დაფინანსება გვჭირდება. ამჟამად ეს იმასთან ახლოსაც არ არის, რასაც რუსეთი თავის დაქირავებულ ჯარისკაცებს უხდის. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეგობრები დაგვეხმარებიან” – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

იტვირთბა....