აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

The Guardian-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთს სთავაზობს, რომან აბრამოვიჩის მიერ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვიდან მიღებული თანხა უკრაინის ანტისარაკეტო თავდაცვის გასაძლიერებლად გამოიყენონ

ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთს სთავაზობს, რომ რომან აბრამოვიჩის მიერ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვიდან მიღებული თანხა უკრაინის ანტისარაკეტო თავდაცვის გასაძლიერებლად გამოიყენონ.

გამოცემასთან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ კლუბის გაყიდვიდან მიღებული 2.4 მილიარდი ფუნტი სტერლინგის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერთან ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, შემოსავლის ნაწილი შესაძლოა აშშ-სგან უკრაინისთვის დამატებითი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შესაძენად იქნას გამოყენებული.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბრიტანეთის მთავრობამ აბრამოვიჩს, რომელსაც ვლადიმერ პუტინთან კავშირების გამო სანქციები დაეკისრა, „ჩელსის“ გაყიდვის უფლება მისცა იმ პირობით, რომ შემოსავალი უკრაინაში ომით დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაეცემოდა.

კლუბის გაყიდვის შემდეგ, თანხები სპეციალურ საბანკო ანგარიშზე განთავსდა და გაიყინა უკრაინაში ომით დაზარალებულთათვის მომავალში განაწილებისთვის. თუმცა, ამ თანხების ბედი კვლავ სამართლებრივი დავის საგანი რჩება.

აბრამოვიჩი უარს ამბობს მათი გადაცემის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე და სანაცვლოდ მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შეწყვეტასა და სანქციების მოხსნას მოითხოვს.

იტვირთბა....