აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“საქართველოში რუსულ გავლენებთან დაკავშირებით შეშფოთება კვლავ არსებობს. ასევე შეშფოთების საგანია ქვეყნის შიგნით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გავლენა” – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ბრაიან მასტმა საქართველოს შესახებ ისაუბრა:

“ბოლო დროს საქართველოში დემოკრატიის სტატუსთან და ამერიკის მოწინააღმდეგეების მხრიდან მავნე გავლენების გავრცელებასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვის ნიშნები გაჩნდა. 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ რუსეთს მათი სუვერენული ტერიტორიის 20% დღემდე ოკუპირებული აქვს.

სამხედრო წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, საქართველოში რუსულ გავლენებთან დაკავშირებით შეშფოთება კვლავ არსებობს. ასევე შეშფოთების საგანია ქვეყნის შიგნით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გავლენა. ბოლო წლებში ამან გამოიწვია აშშ-ს კომპანიის ნაცვლად ჩინური კონსორციუმის შერჩევა მასშტაბური ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტში.

კონკურენცია კარგია, მაგრამ ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, თუ რა რისკია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა” – თქვა ბრაიან მასტმა.

გასულ ღამეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კავკასიაზე ჩინეთის კონტროლის საწინააღმდეგო აქტი მიიღო. დოკუმენტი აშშ-ს სახდეპს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებასა და 5-წლიანი სტრატეგიის შემუშავებას ავალებს.

იტვირთბა....