საქართველოში გაუკაცრიელებული სოფლების რაოდენობამ იმატა. საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ინფორმაციით, თუ 2002 წელს მიტოვებული სოფლების რაოდენობა 162 იყო, დღევანდელი მონაცემებით მათი რაოდენობა 223 აღწევს.
ასევე იკლო ხალხმრავალი სოფლების რაოდენობამაც.
„ხალხმრავალი სოფელი, სადაც 5 000-ზე მეტი პირი ცხოვრობდა, იყო 28, ხოლო დღევანდელი მონაცემებით ასეთი 12 სოფელია. ამ 12 სოფელში შედის წეროვანი და ლტოლვილებით ჩასახლებული სოფლებიც, რომელთა ზრდაც არა ბუნებრივი მატებით მოხდა, არამედ შიდა მიგრაციით“. – განაცხადა ფონდის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძემ.