აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“სომეხმა ხალხმა ხმა მისცა მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და მეზობლებსა და მსოფლიოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე აგებულ მომავალს” – ანტონიო კოშტა

სომეხმა ხალხმა ხმა მისცა მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და მეზობლებსა და მსოფლიოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე აგებულ მომავალს, ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს ამ შედეგებს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი როლით სომხეთის მდგრადობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცებაში. ერთად, ევროკავშირი და სომხეთი ამყარებენ უფრო მჭიდრო კავშირებს ადამიანებს შორის და ქმნიან ახალ შესაძლებლობებს ენერგეტიკის, ვაჭრობისა და გაციფროვნების სფეროში. ჩვენი ძლიერი პარტნიორობა ინვესტიციაა უფრო მშვიდობიანი და აყვავებული მომავლისთვის მთელი რეგიონისთვის“, – წერს კოშტა.

ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლაც.

„ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის ეროვნულ არჩევნებში გამარჯვებას. მოდით, გავაგრძელოთ ამ განახლებული იმპულსის გამოყენება ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების გასაძლიერებლად“, – წერს რობერტა მეცოლა.

იტვირთბა....